უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში უკრაინაში ომი უფრო სწრაფად დასრულდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„რა თქმა უნდა, ამ გუნდის პოლიტიკით, რომელიც ახლა თეთრ სახლს უხელმძღვანელებს, ომი უფრო სწრაფად დასრულდება. ეს არის მათი მიდგომა, დაპირება საზოგადოების წინაშე და ეს მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მასსა და ტრამპს შორის განვითარდა კონსტრუქციული ურთიერთქმედება და უკრაინულ მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა მკაფიოდ გამოეხატა თავისი პოზიცია მომავალ მშვიდობასთან დაკავშირებით.
„მან (ტრამპმა) გაიგო, რა საფუძველზე ვდგავართ, მე არაფერი მსმენია ჩვენი პოზიციის საწინააღმდეგოდ“, – ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ „ომი დასრულდება, მაგრამ ზუსტი თარიღი ჯერ არ არის“.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია სამართლიანი მშვიდობა.
კითხვაზე, მოსთხოვა თუ არა ტრამპმა უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებებში მონაწილეობა, ზელენსკიმ უპასუხა, რომ როგორც უკრაინელებმა, ასევე პირადად მან, შეერთებულ შტატებთან, ტრამპთან, ბაიდენთან და ევროპელ ლიდერებთან მოლაპარაკებებში დაამტკიცა, რომ „რიტორიკა „დაჯექი და მოუსმინე“ უკრაინის შემთხვევაში არ მუშაობს“.