უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი პანდორას ყუთია.
„კანცლერმა მითხრა, რომ აპირებდა პუტინთან დარეკვას. ოლაფის ზარი, ჩემი აზრით, პანდორას ყუთია. ახლა შეიძლება იყოს სხვა საუბრები, სხვა ზარები. და ეს არის ზუსტად ის, რაც პუტინს დიდი ხანია სურდა. მისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია მისი იზოლაციის, რუსეთის იზოლაციის შესუსტება და ჩვეულებრივი მოლაპარაკებების წარმართვა, რომელიც არაფრით არ დასრულდება.
ისევე, როგორც ამას აკეთებდა ათწლეულების განმავლობაში. გვინდა გავაფრთხილოთ (ყველა): არ იქნება მინსკი-3 – ჩვენ გვჭირდება რეალური მშვიდობა“, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.