საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევრო 2025-ის პლეი ოფში ხორვატიას უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.
შეხვედრა „მიხეილ მესხის არენაზე“ გაიმართა. ახალგაზრდულმა ნაკრებმა ანგარიში მე-4 წუთზე გახსნა – მარჯვენა ფლანგზე სწრაფად განვითარებული შეტევა გიზი მამაგეიშვილის დარტყმით დასრულდა, მარკო სოლდოს ფეხიდან ასხლეტილი ბურთი ხორვატების კარში აღმოჩნდა.