top_leaderboard

დავით ქართველიშვილი ადეიშვილის ექსტრადირებაზე პროკურატურის განცხადების შესახებ: ბურთი ევროკავშირის მოედანზეა. იქ უნდა გაავლონ ტოლობის ნიშანი ადეიშვილ/კეზერაშვილსა და საქართველოს შორის

„ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოს პროკურატურის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომლითაც ირკვევა, რომ საქართველოს პროკურატურამ გერმანიის და ბელგიის კომპეტენტურ უწყებებს ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით მიმართა.

ქართველიშვილი წერს, რომ მხოლოდ უკანასკნელ ორ წელიწადში საქართველომ პირველივე მსგავსი მოთხოვნების საფუძველზე აშშ-ს, იტალიას, თურქეთს გადასცა არაერთი, მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე.

„ყოველი დღე გვაახლოებს რეალურ დე-ფაქტო დეკოლონიზაციისაკენ. მხოლოდ უკანასკნელ ორ წელიწადში საქართველომ პირველივე მსგავსი მოთხოვნების საფუძველზე აშშ-ს, იტალიას, თურქეთს გადასცა არაერთი, მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე. ამ მგრძნობიარე სფეროში “ცალმხრივი მეგობრობის” პრაქტიკა უნდა დასრულდეს. საქართველოს ისტორიაში მსგავსი კოლონიალური დამოკიდებულების არაერთი პრეცედენტი გვქონდა. ყველა მათგანი ძალიან ცუდად დასრულდა თავად კოლონიზატორებისთვის. არადა, საქართველოსთან მეგობრობისა და თანაბარუფლებიანი პარტნიორობის საფუძველზე ურთიერთობა ერთადერთი წარმატებული ფორმულაა ნებისმიერი სტრატეგიული თანამშრომლობისა. ახლა ბურთი ევროკავშირის მოედანზეა. იქ უნდა გაავლონ ტოლობის ნიშანი ადეიშვილ/კეზერაშვილსა და საქართველოს შორის. საკუთარ აგენტებსა და თავის პარტნიორებს შორის. ვიცოდი, დღეს რაღაც გამიხარდებოდა“, – წერს დავით ქართველიშვილი

ასევე იხილეთ