leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე 21 წლამდე ფეხბურთელთა საქართველო-ხორვატიის მატჩს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის პლეიოფის შეხვედრას, საქართველო-ხორვატიის მატჩს დაესწრო, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.

მატჩი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევრო 2025-ის პლეიოფში ხორვატიის 21-წლამდელთა ნაკრებთან საპასუხო შეხვედრას 19 ნოემბერს გამართავს.

შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა „ევრო 2025“-ის პლეი ოფში ხორვატიას უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

ასევე იხილეთ