კომპანია „გაზპრომ ექსპორტმა“ გამოაცხადა, რომ 16 ნოემბრიდან ავსტრიისთვის გაზის მიწოდებას შეწყვეტს. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.
მანამდე ავსტრიის წიაღისეული საწვავის უმსხვილესმა კომპანიამ, OMV-მ გამოსცა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება „გაზპრომ ექსპორტის“ წინააღმდეგ გერმანიაში გაზის არარეგულარული მიწოდებისთვის, რომელიც მთლიანად შეჩერდა 2022 წლის სექტემბერში.
OMV-მ განაცხადა, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას ჩათვლის იმ გადასახადში (230 მილიონი ევრო), რომელიც კომპანიას აკისრია „გაზპრომ ექსპორტის“ მიერ გაზის მიწოდებისთვის.