2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 53.93%-იანი მხარდაჭერა მიიღო და პარლამენტში 89 მანდატით იქნება წარმოდგენილი.
ოქმის თანახმადვე, საარჩევნო ბარიერი 4 ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, მათგან ყველაზე ბევრი 19 მანდატი კი პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიიღო. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობას“ 16 მანდატი აქვს, „ძლიერ საქართველოს“ 14; პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ – 12.
საარჩევნო სუბიექტის შედეგები ასეთია:
„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ – 3 892 ხმა, 0.19%,
„კოალიცია ცვლილებისთვის“ – 229 161 ათასი ხმა, 11.03%, მანდატების რაოდენობა 19.
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ – 211 216 ხმა, 10.17%, მანდატების რაოდენობა 16;
„ევროპელი დემოკრატები“ – 7955 ხმა, 0.38%;
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 50 599 ხმა, 2.44%;
„ძლიერი საქართველო- ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ – 182 922 ხმა, 8.81%, მანდატების რაოდენობა 14;
„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 15 103 ხმა, 0.73%;
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ – 1845 ხმა, 0.09%;
„შეცვალე საქართველო“ – 12 528 ხმა, 0.60%;
„საქართველო“ – 2780 ხმა, 0.13%;
„თავისუფალი საქართველო“ – 4 145 ხმა, 0.20%;
„ტრიბუნა“ – 2 483 ხმა, 0.12%;
„ჩვენ“ – 2593 ხმა, 0.12%;
„გახარია საქართველოსთვის“ – 161 521 ხმა, 7.78%, მანდატების რაოდენობა 12.
„მემარცხენე ალიანსი“ – 1260 ხმა, 0.06%;
„ქართველ ერთობა“ – 4500 ხმა, 0.22%;
„გირჩი“- 62 223 ხმა, 3%;
„ქართული ოცნება“ – 1 120 053; 53.93%, მანდატების რაოდენობა 89.