leaderboard_below_slide
left_sabechdi

რატი იონათამიშვილი: „ნაცობა“ არის შავი ლაქა და „ნაცების“ მხარდაჭერა – სირცხვილი!

„ნაცობა“ არის შავი ლაქა და „ნაცების“ მხარდაჭერა – სირცხვილი“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

რატი იონათამიშვილი გამოეხმაურა დღევანდელ ინციდენტს ცესკო-ში, სადაც არჩევნების შემაჯამებელ სხდომაზე „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს დაუდგენელი ნივთიერება შეასხა.

„ფსევდოლიბერალი აგენტურის გაგებით, ის სტუდენტი რა სტუდენტია, „ნაცების“ მობრუნების აქციაში რომ არ აქვს მონაწილეობა მიღებული. მერე რა, რომ სამასი ათასი ხმის გაყალბების სიცრუეში უნდათ დააჯერონ. სინამდვილეში, „ნაცობა“ არის შავი ლაქა და „ნაცების“ მხარდაჭერა – სირცხვილი. ამიტომ სწორი სამკლაურები უკეთიათ კოლექტიურ „ნაცებს“, შავი ლაქა“, – წერს იონათამიშვილი.

 

ასევე იხილეთ