რატი ბრეგაძე: საღებავის შესხმაზე სურათის გაზიარება მორალური ტერორი და ძალადობის წახალისებაა, იფიქრეთ, სანამ ღილაკს დააჭერთ, სოციალური ქსელები ბავშვებსაც აქვთ
„საღებავის შემსხმელზე უფრო დიდი ლაჩარი მისი საქციელის მომწონებელი და შემქებია“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საღებავის შესხმაზე სურათის გაზიარება მორალური ტერორი და ძალადობის წახალისებაა.
„საღებავის შემსხმელზე უფრო დიდი ლაჩარი მისი საქციელის მომწონებელი და შემქებია. ამ სურათის გაზიარება მორალური ტერორი და ძალადობის წახალისებაა. იფიქრეთ, სანამ ღილაკს დააჭერთ. ამ ქვეყანაში სოცქსელები ბავშვებსაც აქვთ“, –წ ერს რატი ბრეგაძე.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების შემაჯამებელ სხდომაზე „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს დაუდგენელი ნივთიერება შეასხა.