ნათია იოსელიანი ცესკოში მომხდარ ინციდენტზე: მოხვდება თუ არა ეს უსიამოვნო ფაქტი საერთაშორისო ორგანიზაციების შემაჯამებელ ანგარიშებში, ამას ჩვენ ერთად ვნახავთ მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდება აღნიშნული ანგარიშები
“მოხვდება თუ არა ეს უსიამოვნო ფაქტი საერთაშორისო ორგანიზაციების შემაჯამებელ ანგარიშებში, ამას ჩვენ ერთად ვნახავთ მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდება აღნიშნული ანგარიშები”, – განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა.
მისივე თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისია მრავალი წლის განმავლობაში ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
„დღეს ჩვენ ვიხილეთ ძალიან უსიამოვნო ფაქტი შემაჯამებელ სხდომაზე. ბუნებრივია, როდესაც არგუმენტები აღარ არსებობს, შემდეგი ნაბიჯი არის ძალადობა. სწორედ ეს ვნახეთ ჩვენ დღევანდელ შემაჯამებელ სხდომაზე. რაც შეეხება, მოხვდება თუ არა ეს უსიამოვნო ფაქტი საერთაშორისო ორგანიზაციების შემაჯამებელ ანგარიშებში, ამას ჩვენ ერთად ვნახავთ მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდება აღნიშნული ანგარიშები, თუმცა მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია მრავალი წლის განმავლობაში ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათ აქვთ ინფორმაცია მიწოდებული საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ ძალიან დეტალურად“, – აღნიშნა ნათია იოსელიანმა.
ცესკოში დღეს სხდომა დაპირისპირებით დაიწყო. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი ფერის სითხე შეასხა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.