გაეროს ხელმძღვანელმა, ანტონიო გუტერეშმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა და დახმარების მიწოდებისთვის ყველა დაბრკოლების მოხსნა მოითხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
“რამადანის სულისკვეთებით, მოვუწოდებ ყველას, ვინც ყველგან კონფლიქტშია ჩართული, გააჩუმონ იარაღი და დაუბრუნდნენ სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდას”, – აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.