საქართველოსა და უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა დაიწყო. დაპირისპირება ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ მიმდინარეობს.
დისკვალიფიკაციის გამო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ცენტრალური მცველი ლაშა დვალი ვერ ეხმარება. იგი ნაკრებთან ერთად ჩეხეთთან მატჩისთვის მოემზადება.
ნაკრების ძირითად შემადგენლობაშია გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, სოლომონ კვერკველია, ლუკა ლოჩოშვილი, ლევან შენგელია, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ქოჩორაშვილი.
სათადარიგო შემადგენლობაში არიან ლორია, გუგეშაშვილი, კალანდაძე, გველესიანი,გოჩოლეიშვილი, წიტაიშვილი, კვეკვესკირი, მექვაბიშვილი, ლობჟანიძე, დავითაშვილი, მიქაუტაძე.