leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციას სურს მცირედი ინციდენტების მოწყობა და ამ ინციდენტებით იმის მიღწევა, რომ რაღაც ისეთი ცუდი მოხდეს, რამაც შეიძლება საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვიოს

“ოპოზიციას სურს მცირედი ინციდენტების მოწყობა და ამ ინციდენტებით მიღწევა იმისა, რომ რაღაც ისეთი ცუდი მოხდეს, რამაც შეიძლება საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვიოს”, – განაცხადა განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „ქრონიკა“

„სამი ეტაპი ჰქონდა ოპოზიციას. პირველი ეტაპი იყო, როცა სჯეროდათ, რომ გაიმარჯვებდნენ და ეს იყო ეტაპი, როდესაც სრული დარწმუნებით აცხადებდნენ, რომ მთვლელი და რეგისტრაციის აპარატები არის აბსოლუტურად სიზუსტე, ჭეშმარიტება, დაცულობა, ფარულობა და ყოველივე სიკეთე, რაც შეიძლება არჩევნებში მოხდეს. ვნახეთ მათი ზეიმიც არჩევნების დამთავრებამდე 5 წუთით ადრე.

მერე დაინახეს, რომ რეალობა აბსოლუტურად სხვა არის მერე გეგმის მეორე ნაწილი ამოქმედდა. თანაც მაკკეინის ინსტიტუტს, ეს ყველაფერი რა და როგორ უნდა მომხდარიყო, უკვე გამოქვეყნებული ჰქონდა. ასევე ეს ყველაფერი ნანახი გვქონდა იმ ტრენინგებზე, რომელიც საქართველოში სხვადასხვა დროს იმართებოდა, რომელიც ვითომ და კიბოთი დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის იმართებოდა.

მეორე ეტაპი იყო სახალხო პროტესტის აგორება, რომელიც ვერ ააგორეს. ამის მიზეზი იყო ის, რომ 2 მილიონზე მეტი ადამიანი, რომელიც მივიდა საარჩევნო უბნებზე, ნახეს, როგორ ცივილიზებულად, ნორმალურად, რა პირობებში და სტანდარტით ჩატარდა არჩევნები. მოსახლეობას არ აქვს განცდა, რომ მათ არჩევნების გაკეთების დროს რაიმე შეზღუდვა იგრძნეს.

როდესაც ეს მეორე ეტაპიც არ გამოვიდა იქ უკვე გეგმაში გაწერილი მესამე პუნქტის ამუშავებას შეეცადნენ, მცირედი ინციდენტების მოწყობა და ამ ინციდენტებით მიღწევა იმისა, რომ რაღაც ისეთი ცუდი მოხდეს, რამაც შეიძლება საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვიოს. ეს ნაცადი მეთოდია ფერადი რევოლუციების დროს, როცა ხშირ შემთხვევაში მსხვერპლზეც უკან არ იხევენ რათა, საზოგადოებაში სისხლის დაღვრის შემდეგ ვითარება უკიდურეს დესტაბილიზაციამდე მიიყვანონ“,– განაცხადა ქადაგიშვილმა.

ასევე იხილეთ