leaderboard_below_slide
left_sabechdi

საქართველოს მორაგბეთა 18-წლამდე ნაკრებმა გერმანია დიდი ანგარიშით დაამარცხა

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩი გერმანიის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე დიდი ანგარიშით – 67:0 დაამარცხა.

უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ შეხვედრის ბედი, ფაქტობრივად, პირველ ტაიმში გადაწყვიტეს, როდესაც მეტოქეს შვიდი უპასუხო ლელო (მათგან მხოლოდ ორი გარდასახეს) დაუდეს – ლეონიდე სალდაძემ და ანრი შველიძემ დუბლები შეასრულეს, თითო ლელო კი ნიკოლოზ ჩხორთოლიამ, მიხეილ შიოშვილმა და გიორგი ზაზაძემ დადეს – პირველი ტაიმი ქართველმა მორაგბეებმა 39:0 მოიგეს.

თამაშის სურათი არც მეორე ტაიმში შეცვლილა, უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ კიდევ ოთხი ლელოს დადება მოახერხეს (ივა კვირიკაშვილი 2, დავით არჩვაძე, გიორგი არძენაძე) და საბოლოოდ შეხვედრა 67:0 მოიგეს.

მომდევნო მატჩს ქართველი მორაგბეები ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავენ, რომელმაც რუმინეთი 28:12 დაამარცხა. მატჩი19 ნოემბერს გაიმართება.

ნიდერლანდებთან წარმატების შემთხვევაში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ფინალურ შეხვედრას 23 ნოემბერს გამართავს და ტურნირის მოგებას ზედიზედ მეექვსედ შეეცდება.

ასევე იხილეთ