leaderboard_below_slide
left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: ყველა, ვინც გიორგი კალანდარიშვილს, უკვე მეორედ, სახლში მიუვარდა, არის ფაშისტი, პრობლემა იმ „ევროპელ პოლიტიკოსებშია”, ვინც პარლამენტთან დამტვრეული ინგლისურით, ევროპის სახელით, ამ ფაშისტებს ძალადობისკენ უბიძგა

“რა თქმა უნდა, ყველა, ვინც გიორგი კალანდარიშვილს, უკვე მეორედ, სახლში მიუვარდა, არის ფაშისტი”, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ პრობლემა იმ “ევროპელ პოლიტიკოსებშია”, ვინც რამდენიმე დღის წინ, პარლამენტთან, დამტვრეული ინგლისურით, ევროპის სახელით, ამ ფაშისტებს ძალადობისკენ უბიძგა.

„რა თქმა უნდა, ყველა, ვინც გიორგი კალანდარიშვილს, უკვე მეორედ, სახლში მიუვარდა, არის ფაშისტი.
თუმცა, ეს არ არის მთავარი პრობლემა. ქართველ ფაშისტებს ქართველი ხალხი იცნობს და მიხედავს.
პრობლემა იმ „ევროპელ პოლიტიკოსებშია”, ვინც რამდენიმე დღის წინ, პარლამენტთან, დამტვრეული ინგლისურით, ევროპის სახელით, ამ ფაშისტებს ძალადობისკენ უბიძგა”, – წერს იგი.

ასევე იხილეთ