სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი: დასავლეთის ჯარების უკრაინაში განლაგების განხილვის ნაცვლად მოკავშირეებმა უნდა განიხილონ სამობილიზაციო ასაკის უკრაინელი მამაკაცების სამშობლოში დაბრუნება
სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ კალინაკმა განაცხადა, რომ დასავლეთის ჯარების უკრაინაში განლაგების განხილვის ნაცვლად მოკავშირეებმა უნდა განიხილონ სამობილიზაციო ასაკის უკრაინელი მამაკაცების სამშობლოში დაბრუნება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
“ჩვენ გვსურს [დასავლური] ჯარების გაგზავნა უკრაინაში იმის ნაცვლად, რომ ვიფიქროთ უკრაინიდან ყველა ლტოლვილზე, რომლებსაც ვიცავთ, რომლებსაც ვაძლევთ საცხოვრებელ ადგილს, სამუშაოს და ა.შ. არიან ადამიანები, რომლებიც ექვემდებარებიან უკრაინის კანონს მობილიზაციის შესახებ”, – აღნიშნა სლოვაკეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
“მე ვფიქრობ, რომ საკმარისი ხალხის ყოლა უკრაინელი სამხედროებისთვის ყველაზე დიდი დახმარება იქნება”, – დასძინა მან.
კალინაკის თქმით, დაახლოებით 300 000 უკრაინელი, რომლებიც საზღვარგარეთ წავიდნენ სრულმასშტაბური ომის დაწყების შემდეგ, ექვემდებარება უკრაინის კანონს მობილიზაციის შესახებ.