leaderboard_below_slide
left_sabechdi

დიმიტრი ხუნდაძე: ტრამპის მოსვლის შემდეგ ამერიკის საკადრო პოლიტიკას უკვე შეეტყო, რომ მათი ჩვენთან ღირებულებითი თანხვედრა რეალურია

„საქართველო სრულფასოვანი სახელმწიფოა და მას აქვს ლეგიტიმური უფლება, ის რაც დასავლური ღირებულებების ანი და ბანია მოითხოვოს,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარლამენტის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, ამერიკის პოლიტიკა დროთა განმავლობაში აუცილებლად გავრცელდება ევროპაზეც და საქართველოსთან ურთიერთობები გადაიტვირთება.

„ტრამპის მოსვლის შემდეგ ამერიკის საკადრო პოლიტიკას უკვე შეეტყო, რომ მათი ჩვენთან ღირებულებითი თანხვედრა რეალურია და რა თქმა უნდა, ეს ყოველივე ევროპაზეც თავისთავად გავრცელდება. მიმაჩნია, რომ ევროპაშიც ჭეშმარიტი დასავლური პოლიტიკა თანდათან დაუბრუნდება თავის საწყის მდგომარეობას, ანუ იმ მდგომარეობას, რაც იყო უკრაინის ომამდე. ეს კი იქნება რეალური მექანიზმი საქართველოსთან ურთიერთობების გადასატვირთავად.

საქართველო სრულფასოვანი სახელმწიფოა და მას აქვს ლეგიტიმური უფლება, ის რაც დასავლური ღირებულებების ანი და ბანია მოითხოვოს. ეს ღირებულებებია სრულუფლებიანობა, კანონის უზენაესობა, ურთიერთპატივისცემა, პარტნიორული ურთიერთობები, რისთვისაც ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით. ჩვენ ყოველთვის ღიად ვტოვებდით შესაძლებლობას ურთიერთობისას, მაგრამ ეს არ უნდა იქნეს გამოყენებული რეანიმაციად იმ პოლიტიკური ჯგუფისა, რომელიც ძალიან მძიმედ ახსოვს ქვეყანას. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე წლებია ღიად აფიქსირებს და 2024 წლის არჩევნებზეც დააფიქსირა, რომ არ სურს „ნაციონალური მოძრაობის“ რეაბილიტაცია. საზოგადოების და ხალხის სურვილი კი დასავლური ღირებულების მთავარი ნაწილია,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე იხილეთ