leaderboard_below_slide
left_sabechdi

დიმიტრი პესკოვი: ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის, შესაძლოა, საუბარი შედგეს, მაგრამ ჯერ ამ მიმართულებით არანაირი სამზადისი არ მიმდინარეობს

“რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის, შესაძლოა, საუბარი შედგეს, მაგრამ ჯერჯერობით, ამ მიმართულებით არანაირი სამზადისი არ მიმდინარეობს”,– ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები ამ მიმართულებით, როდის მოხდება ეს, ამის გამოცნობა შეუძლებელია“, – განაცხადა პესკოვმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა რაიმე სიგნალი შეერთებული შტატებიდან პუტინსა და ტრამპს შორის პოტენციური სატელეფონო საუბრის ორგანიზებასთან დაკავშირებით, პესკოვმა უპასუხა: „ჯერ არა“.

ასევე იხილეთ