გიორგი კახიანი: რადიკალური ოპოზიციის პრობლემა ისაა, რომ თავიანთი ტყუილების ტყვეობაში არიან, იმ ტყუილების, რომლითაც თავის დროზე ამომრჩევლებს კვებავდნენ
“ოპოზიციას არანაირი რესურსი არ გააჩნია იმისთვის, რომ ქვეყნის კონსტიტუციურ განვითარებას ხელი შეუშალოს. ამას ისინი თავადვე კარგად ხვდებიან”, – განუცხადა „იმედის კვირას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა.
მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის პრობლემა ისაა, რომ „თავიანთი ტყუილების ტყვეობაში არიან“.
„იმ ტყუილების, რომლითაც თავის დროზე თავის ამომრჩევლებს კვებავდნენ და ცდილობდნენ, თავისი ამომრჩეველი შეცდომაში შეეყვანათ. ისინი ეუბნებოდნენ თავიანთ ამომრჩევლებს, რომ არჩევნებში იმარჯვებდნენ, „ქართულ ოცნებას“ 25%-იანი მხარდაჭერა აქვს და ასე შემდეგ. ეს თუ დაიჯერა მათმა ამომრჩეველმა, ბუნებრივია, დღეს თავისი ამომრჩევლების წინაშეც ანგარიშვალდებული არიან. ისინი ვერ ეტყვიან თავის ამომრჩეველს სიმართლეს, მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად იციან, არჩევნები არ გაყალბებულა“, – აღნიშნა კახიანმა.