არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: წინა არჩევნების შემდეგ კაბინეტ-კაბინეტ დადიოდნენ, ითხოვდნენ, რომ განაცდური აგვინაზღაურეთო, მაშინ შეიკრიბა საბჭო, მოვიწვიეთ ბიუროს სხდომა და მათ ეს ხელფასები მიიღეს
“ჩვენ კარგად გვახსოვს, ოპოზიციის წარმომადგენლები როგორ ამბობდნენ, რომ „დავხევთ მანდატებს“, „უარს ვიტყვით პარლამენტის წევრობაზე“, „ვინც პარლამენტში შევა პუფი იქნება“, „სიებს ჩავხსნით და არ შეასრულებთ პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას“, საბოლოო ჯამში, როგორც პუფები, ისე იდგენენ და ისხდნენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში”, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ.
„მერე დაირაზმნენ და ყველანი შემოვიდნენ პარლამენტში. კაბინეტ-კაბინეტ დადიოდნენ, ითხოვდნენ, რომ განაცდური რაც იმ თვეების განმავლობაში ვერ ავიღეთ იქნებ აგვინაზღაუროთო. მაშინ შეიკრიბა ხაზინადართა საბჭო, მოვიწვიეთ ბიუროს სხდომა და მათ ეს ხელფასები მიიღეს“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.