leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნიკოლოზ სამხარაძე ევროპარლამენტარების ვიზიტზე: როდესაც შეურაცხყოფას მიაყენებ ჩემს ამომრჩეველს, ჩემს ხალხს, ჩემს მოქალაქეებს, სასულიერო პირებს, რა თქმა უნდა, არც სურვილი და არც მორალური უფლება არ მაქვს, რომ მე შენ გელაპარაკო

“როდესაც შეურაცხყოფას მიაყენებ ჩემს ამომრჩეველს, ჩემს ხალხს, ჩემს მოქალაქეებს, სასულიერო პირებს და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, მე არც სურვილი და არც მორალური უფლება არ მაქვს, რომ მე შენ გელაპარაკო”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც თბილისში ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეების დელეგაციის ვიზიტს გამოეხმაურა.

„როდესაც შენ მოსახლეობის უმრავლესობის ნებას საერთოდ არ ითვალისწინებ, ეს არის რადიკალიზმი. ჩვენზე ამბობდნენ, რომ არ შეგხვდნენო, ეს როგორ შეიძლება, რომ არ შეხვდნენო. დისკუსია პარლამენტარიზმის საფუძველიაო. კი, ბატონო, დისკუსია არის პარლამენტარიზმის საფუძველი, მაგრამ შეურაცხყოფა არ არის პარლამენტარიზმის საფუძველი. შენ როდესაც შეურაცხყოფას მიაყენებ ჩემს ამომრჩეველს, ჩემს ხალხს, ჩემს მოქალაქეებს, სასულიერო პირებს და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, მე არც სურვილი და არც მორალური უფლება არ მაქვს, რომ მე შენ გელაპარაკო, რადგან ჩემს უკან ის ხალხი დგას“, – აღნიშნა სამხარაძემ.

ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეების დელეგაცია 11 ნოემბერს თბილისში იმყოფებოდა. დელეგაცია შეხვდა სალომე ზურაბიშვილს, შეხვედრა გაიმართა ოპოზიციასთანაც. ოპოზიციის თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს საერთაშორისო გამოძიების აუცილებლობაზე და უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერების მექანიზმებზე.

ასევე იხილეთ