leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით ქართველიშვილი: ქართველების და ქისტების ნერვებზე თამაშს ნუ შეეცდებით – მათი გაერთიანებული მუშტი მოხვდება თქვენს გალიბერასტებულ თავებს

“ჯერ კიდევ გახარიას ჰქონდა მცდელობა ეთნიკურ ნიადაგზე, პოლიციასთან განზრახ პროვოკაციის გზით მოეხდინა ეთნიკური დაპირისპირება ქისტებთან პანკისის ხეობაში”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“პანკისის თემის აგორება არახალია და მას წლების განმავლობაში ცდილობდნენ ძირითადად რუსეთის სპეცსამსახურები, რათა შემდგომში გაემართლებინათ საქართველოში თავისი “ანტიტერორისტული” შემოჭრა.
გახარიამდე რამდენიმე წლით ადრე, დღემდე იდუმალებით მოცული “ლაფანყურის ოპერაციით” სააკაშვილი ცდილობდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ასევე ეთნიკური დაპირისპირების ფონზე მაქსიმალურად გადაეფარა საკუთარი რეჟიმის გარდაუვალი კრახის იურიდიული გაფორმება.
ამის შემდეგ გვახსოვს დიდი ყასაბის, სახელმწიფო მართვის დარგში დოქტორის – იოსებ გოგაშვილის “გმირული” სპეცოპერაციები პანკისში და ამით გამოწვეული მრავალწლიანი დაძაბული ფონი გამწარებულ ადგილობრივ მოსახლეობასთან.
ეხლაც, კადრებში ჩანს, რომ ამ ნაცად, თუმცა ყოველ ჯერზე წარუმატებელ “იარაღს” დღეს უკვე გვარამია მიმართავს – ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ აგულიანებს პანკისის ხეობის ახალგაზრდა ქისტებს “ყველაფერზე წასასვლელად”. არც ამჯერად გამოგივათ ეს მრავალგზის გაშიფრული მზაკვრობა. ქართველების და ქისტების ნერვებზე თამაშს ნუ შეეცდებით – მათი გაერთიანებული მუშტი მოხვდება თქვენს გალიბერასტებულ თავებს.
მაგრამ ფაქტად – საზოგადოებამ ეს მცდელობა თუ ჩანაფიქრი უნდა იცოდეს. ვერც ქისტებს გადააქცევთ პოლიტ-შაჰიდებად და ვერც უკრაინელ მებრძოლეებს გაატერორისტებთ. ამ სახელმწიფოსთან თქვენს სახიფათო “ხუმრობებს” სულ ახლო მომავალში საბოლოო წერტილი დაესმება”,– აღნიშნულია ინფორმაციაში.
ასევე იხილეთ