leaderboard_below_slide
left_sabechdi

მაია ბითაძე რადიკალებზე: ნათლად იკვეთება თუ რისთვის იდგმება ის დიდი შოუ, რომელიც რეალურად, საქართველოს მოქალაქეების და თბილისის მოსახლეობის ნერვულ სისტემაზე თამაშს ჰგავს

„ქართული ოცნების“ დეპუტატი მაია ბითაძე რადიკალური ოპოზიციის მიერ თბილისის ქუჩებში გამართულ აქციებს გადაცემაში „იმედი LIVE“ გამოეხმაურა.

„ნათლად იკვეთება, თუ რისთვის იდგმება ის დიდი შოუ, რომელიც რეალურად საქართველოს მოქალაქეების და თბილისის მოსახლეობის ნერვულ სისტემაზე თამაშს უფრო ჰგავს – ამ საცობების ხელოვნურად წარმოქმნით და მიმართულია ერთადერთი რამისკენ, რომ შოუ დადგან მათი დამფინანსებლებისთვის. აჩვენონ, რომ როგორმე ამართლებენ იმ მოლოდინებს, რა მოლოდინებიც თავის დროზე მათში ჩაიდო.

რა თქმა უნდა, მათი ეს ბოლო გაფართხალება კრახისთვის არის განწირული, ისევე როგორც ყველა ის ალოგიკური და ირაციონალური მოქმედება, რომელსაც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვაკვირდებით და დღეს უკვე მათი მხრიდან ნათლად გვესმის ძალიან მარტივი რამ – ისინი ეხვეწებიან და ემუდარებიან ევროპელ პარტნიორებს, რომ როგორმე დაისაჯოს საქართველოს მოსახლეობა და სანქციები დაუწესდეს საკუთარ სამშობლოს. ამისთვის ისინი ეძახიან ახალგაზრდებს, რომ მათ შეკრიბონ უფრო მეტი ბირთვი ახალგაზრდების, შემდგომ გამოიწვიონ რაღაც პროვოცირება და გაზარდონ იმაში, რაც უნდათ“, – განაცხადა ბითაძემ.

ასევე იხილეთ