მაია ბითაძე: მომავალი წლიდან, როდესაც ნორმალიზდება ურთიერთობები, ძალიან რთული საუბრები გვექნება ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან იმიტომ, რომ ასეთი დაჩაგვრა და შიდასახელმწიფოებრივ საქმეებში ჩარევა არ ჯდება არანაირ საზღვრებში
“კარგად რომ დააკვირდეთ, მასშტაბურად რა სურათი გვაქვს ახლა, ის ევროპელი აქტიურობს ახლა ყველაზე მეტად, რომელიც იკავებდა თანამდებობას, ან მისი თანამდებობა გარდამავალია და უკვე დაკარგული აქვს მის პოლიტიკურ ძალას ძალაუფლება საკუთარ ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირის ქვეყანაა”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ის დიდი ბირთვი და მასა განცხადებებისა, რომელიც ჩვენ მაღალი თანამდებობის პირებისგან გვესმოდა ევროკავშირის მხრიდან, მიწყნარებულია, სწორედ ამით არის გამოწვეული აი, ის პანიკური მდგომარეობა, რაც ჩვენს რადიკალებს აქვთ და ამით არის გამოწვეული ამ უკვე წამსვლელი ევროპელი პოლიტიკოსების ვიზიტი საქართველოში, რომელიც რატომღაც ევროკავშირის დელეგაციად იქნა მონათლული, რაც სრული სიცრუეა.
ჩვენ, რა თქმა უნდა ვიცით, რომ მომხრეები ამ იდეას, რომელიც თანამედროვე ნეოფაშისტურ იდეად ჩამოყალიბდა, მიმდევრები ევროკავშირშიც ჰყავს. მათ შორის ის რადიკალი პოლიტიკოსები, რომლებიც უფრო მეტი რადიკალები აღმოჩნდნენ, ქალბატონები ჭარბობენ ამ მხრივ ევროკავშირში, რომლებიც ჩვენს „ნაციონალებზე“ უფრო მეტი ნაციონალები არიან აღმოსავლეთ ევროპიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, რაც ძალიან მტკივნეულია.
მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი წლიდან, როდესაც ნორმალიზდება ურთიერთობები, ძალიან რთული საუბრები გვექნება ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან იმიტომ, რომ ასეთი დაჩაგვრა და შიდასახელმწიფოებრივ საქმეებში ჩარევა მეზობელ და მეგობარ სახელმწიფოსთან არ ჯდება არანაირ საზღვრებში“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.