leaderboard_below_slide
left_sabechdi

მაია ბითაძე: ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით მოლოდინი მაქვს, რომ რაც ნანახი გვაქვს იგივე განმეორდება, ეს არახალია ჩვენთვის მათი პერფორმანსები და მათი ისტერიკები პარლამენტის წინ

“ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით მოლოდინი მაქვს, რომ რაც ნანახი გვაქვს იგივე განმეორდება, ეს არახალია ჩვენთვის მათი პერფორმანსები და მათი ისტერიკები პარლამენტის წინ”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

„დღეს რასაც ჩვენ ვისმენთ, რომ თურმე დღეს გვამცნეს გეგმა, რომ კარვების გაშლა, პარლამენტის შეკრების დღე, მთავრობის დამტკიცების დღე და მომავალი პრეზიდენტის არჩევნების დღე, ეს იქნება მასიური შეკრების დღეები, თუ ეს იყო მათი გეგმა ძალიან პრიმიტიული ყოფილა მათი გეგმა , განწირული კრახისთვის.

აქედან მინდა მოვუწოდო, რომ ძალიან ფრთხილად იყვნენ, მოუფრთხილდნენ საქართველოს მოქალაქეებს და ნუ მოუწოდებენ ახალგაზრდებს, რომ გააწირვინონ თავი საკუთარი გიჟური იდეებისთვის. იდეებისთვის, რომელსაც საქართველოს მოსახლეობამ 26 ოქტომბერს უთხრა უარი. კარგად დაფიქრდნენ იმაზე, რომ მათ მოუწევთ ჩვენთან ერთად საქართველოში ცხოვრება. ის რომ მათ უკვე უჭირთ ამ საქართველოში ცხოვრება, ნათლად ანახებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ლიდერი ჩვენი რადიკალური ოპოზიციისა, დღეს დაცვით დადის. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ მათ ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნები ნამდვილად მშვიდად ჩატარდა.

ბრაზი ქართველი ხალხის, არის სწორედ იმ ხალხის, რომელმაც იცის ვის მისცა არჩევნებში ხმა 26 ოქტომბერს და რა უნდა ამ საქართველოსთვის. რომ უნდა მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და სწორი ევროინტეგრაცია ისე, რომ საქართველო არ იყოს არავის მონა, ვასალი და ბრიუსელიდან არვინ თითი არ უქნიოს ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

ასევე იხილეთ