leaderboard_below_slide
left_sabechdi

მაია ბითაძე ოპოზიციაზე: ვიცნობთ ჩვენ ამ ხალხს და ვიცით მათი განზრახვები, მაგრამ ყველაზე მზაკვრული განზრახვა ჩაფიქრებული აქვთ სწორედ ამ დღეებში, რომ გამოიყვანონ წყობიდან საქართველოს რიგითი მოქალაქეები, რაღაც დესტრუქციული შექმნან

“ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, დარწმუნებულები ვართ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები შემოვლენ პარლამენტში იმიტომ, რომ ადამიანები არ იცვლებიან, ერთი და იგივე ქმედებას ახორციელებენ პერმანენტულად და სწორედ ეს კატეგორიაა. ისინი ერთ დღეს ერთს ამბობენ და მერე საკუთარ სიტყვას გადათქვამენ ხოლმე”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

„თუნდაც აპარატებთან მიმართებით გვახსოვს, სამი კვირის წინ ამბობდნენ, რომ ეს არის იდეალური აპარატი, რომელიც არ აყალბებს. ახლა თურმე 300 000 ხმა გააყალბა აპარატმა. ვერ ვიპოვეთ ადამიანი, რომელსაც პირადობა ჩამოართვეს. ესენი იგივე ადამიანები არიან, ვინც მოქმედ პარლამენტში საქმიანობენ. მათ 6 თვე არ იარეს მე – 10 მოწვევის პარლამენტში, შემდეგ შემობრძანდნენ და განაცდური ხელფასი მოითხოვეს, ასე რომ იმავეს გააკეთებენ ახლა.

ვიცნობთ ჩვენ ამ ხალხს და ვიცით მათი განზრახვები, მაგრამ ყველაზე მზაკვრული განზრახვა ჩაფიქრებული აქვთ სწორედ ამ დღეებში, რომ გამოიყვანონ წყობიდან საქართველოს რიგითი მოქალაქეები, რაღაც დესტრუქციული შექმნან და როგორმე ხვალ ბრიუსელიდან მახვილი ესროლონ საქართველოს“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

ასევე იხილეთ