დონალდ ტრამპის შვილმა ბაიდენის ადმინისტრაციას იმბეცილები უწოდა უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვის გამო
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვაჟმა დონალდ ტრამპ უმცროსმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია იმბეცილები არიან, ვინაიდან უკრაინას ნება მისცეს, რომ მან დასავლური შორ მანძილზე მოქმედი იარაღი რუსეთის ტერიტორიის დასაბომბად გამოიყენოს.
„სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს, როგორც ჩანს, სურს დარწმუნდეს, რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყება მანამ, სანამ მამაჩემს გაუჩნდება შესაძლებლობა, დაამყაროს მშვიდობა და გადაარჩინოს სიცოცხლეები. სამი მილიარდი დოლარის შოვნაა საჭირო. ეშმაკმაც დასწყევლოს ცხოვრება! იმბეცილებო!“ – დაწერა ტრამპმა უმცროსმა.
ცნობისთვის, გუშინ სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ბაიდენმა უკრაინას ნება მისცა, რომ მან შორ მანძილზე მოქმედი ATACMS, Storm Shadow и SCALP რუსეთის დასაბომბად გამოიყენოს.