leaderboard_below_slide
left_sabechdi

გერმანიის კანცლერობის კანდიდატი გამარჯვების შემთხვევაში მზადაა, უკრაინას Taurus-ის რაკეტები გადასცეს

გერმანიის კანცლერის კანდიდატი „მწვანეთა“ პარტიიდან, რობერტ ჰაბეკი მზადაა,  გამარჯვების შემთხვევაში უკრაინას გადასცეს გერმანული Taurus რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის. იუწყება ntv.

მან აღნიშნა, რომ მზადაა გადახედოს კანცლერ ოლაფ შოლცის გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით.

მან ასევე დასძინა, რომ „იარაღის მიწოდება ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა, რომელსაც მთავრობა ამტკიცებს“.

ცნობისთვის, გერმანიის ამჟამინდელი კანცლერი ოლაფ შოლცი უარს ამბობს უკრაინისთვის შორი მოქმედების რაკეტების Taurus-ის გადაცემაზე, რადგან, მისი აზრით, ეს „მნიშვნელოვან ესკალაციას გამოიწვევს“ და ქვეყანა რუსეთთან ომში ჩაერთვება.

ასევე იხილეთ