გამოვთქვამთ იმედს, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები ყურად იღებენ საქართველოს პროკურატურის მოთხოვნას – დავით მათიკაშვილი
“სრულიად ჩვენი ერისთვის ძალიან მძიმედ აღსაქმელია, რომ ეს ადამიანი ზის ევროკავშირის დედაქალაქში, კონკრეტულ კაბინეტებში და კანონის უზენაესობაზე საუბრობს მაშინ, როდესაც მისი მძიმე დანაშაულების კვალი ჯერ კიდევ ძალიან კარგად ახსოვს ჩვენს საზოგადოებას”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
მათიკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ევროპელი კოლეგები ყურად იღებენ ექსტრადირების შესახებ საქართველოს პროკურატურის მოთხოვნას.
„გამოვთქვამთ იმედს, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები ყურად იღებენ საქართველოს პროკურატურის მოთხოვნას და ამ მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებულ ადამიანებს გადმოსცემენ საქართველოს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ გერმანიას და ბელგიას ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და ექსტრადირების მიზნით მიმართა.