leaderboard_below_slide
left_sabechdi

დონალდ ტრამპის შვილი: როგორც ჩანს, სამხედრო ინდუსტრიულ კომპლექსს სურს დარწმუნდეს, რომ მესამე მსოფლიო ომი მანამდე დაიწყება, სანამ მამაჩემს მიეცემა შესაძლებლობა, დაამყაროს მშვიდობა და გადაარჩინოს სიცოცხლეები

Donald Trump, Jr. looks on upon arrival at General Mitchell International Airport, with US President Donald Trump, in Milwaukee, Wisconsin on July 12, 2019. - Trump will be in Milwaukee to visit an aerospace company and attend a fundraiser. (Photo by MANDEL NGAN / AFP) (Photo credit should read MANDEL NGAN/AFP/Getty Images)

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შვილმა, დონალდ ტრამპ უმცროსმა, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება შეაფასა, რომლითაც უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი დასავლური იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება ეძლევა.

მან გააკრიტიკა ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია და აღნიშნა, რომ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს სურს დარწმუნდეს, რომ მესამე მსოფლიო ომი მანამდე დაიწყება, სანამ დონალდ ტრამპი ოფიციალურად გახდება აშშ-ის პრეზიდენტი, რაც მას მშვიდობის დამყარების საშუალებას მისცემს.

„სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს, როგორც ჩანს, სურს, დარწმუნებული იყოს, რომ მესამე მსოფლიო ომი მანამდე დაიწყება, ვიდრე მამაჩემს მშვიდობის დამყარებისა და სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობა მიეცემა. საჭიროა, გაიყინოს ეს ტრილიონობით დოლარი. ეშმაკმაც დაწყევლოს! იმბეცილებო!“ – დაწერა დონალდ ტრამპ უმცროსმა X-ზე.

უცხოური მედიის ცნობით,  ბაიდენის ადმინისტრაციამ მოხსნა შეზღუდვები, რომლებიც უკრაინას უკრძალავდა აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელებას.

 

ასევე იხილეთ