leaderboard_below_slide
left_sabechdi

POLITICO: ოლაფ შოლცი კვლავ უარს ეუბნება უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდებაზე

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი კვლავ უარს ეუბნება უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდებაზე, მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მა პოლიტიკა შეცვალა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

„არსებობს გარკვეული შეზღუდვები კანცლერისთვის. მას არ სურს ამ შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება. ეს პოზიცია არ შეიცვლება“, – განუცხადა ჟურნალისტებს გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, გუშინ სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ბაიდენმა უკრაინას ნება მისცა, რომ მან ATACMS-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედი ჭურვები რუსეთის კურსკის ოლქის დასაბომბად გამოიყენოს.

ასევე იხილეთ