leaderboard_below_slide
left_sabechdi

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანში შეხვედრებს მართავს

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანში შეხვედრებს მართავს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,  პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა შეხვედრა გამართეს აზერბაიჯანის პარლამენტის მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე  ბახტიარ ალიევთან და კომიტეტის  წევრებთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განათლების სფეროში სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.  გივი მიქანაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის პარლამენტებსა  და დარგობრივ კომიტეტებს შორის ურთიერთობის გაძლიერებაზე.

შეხვედრის დასასრულს მხარეები აქტიურ კომუნიკაციასა და თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და კომიტეტის წევრები: გიორგი სოსიაშვილი და როსტომ ჩხეიძე.

 

ასევე იხილეთ