ბონდო მძინარაშვილი სალომე ზურაბიშვილს: ახლა 1991 წელი არ არის და ვერც ამერიკა-ევროპა და რუსეთი მოაწყობენ სახელმწიფო გადატრიალებას – ისინი კოხტად იქნებიან ატლანტიკის ოკეანის და შავ ზღვას იქით თუ კავკასიონს გადაღმა, თქვენ და თქვენი ამფსონები კი კოხტად მიუსკუპდებით მანიაკ სააკაშვილს!
“სალომე ზურაბიშვილმა მოითხოვა, – მე ისევ პრეზიდენტად დავრჩები, თქვენც დარჩით მთავრობაში და პარლამენტში, ცესკო და საარჩევნო კოდექსი შეცვალეთ და ახალი არჩევნები ჩავატაროთო. თუ არადა… მე საერთოდ არ მინდა ორხელისუფლებიანობაო!”,– ამის შესახებ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“თან გვემუქრება! ქალბატონო, ახლა 1991 წელი არ არის და ვერც ამერიკა-ევროპა და რუსეთი მოაწყობენ სახელმწიფო გადატრიალებას, – ისინი კოხტად იქნებიან ატლანტიკის ოკეანის და შავ ზღვას იქით თუ კავკასიონს გადაღმა, თქვენ და თქვენი ამფსონები კი კოხტად მიუსკუპდებით მანიაკ სააკაშვილს! ბ თქვენ დაემუქრეთ თქვენს პრეზიდენტს, მაკრონს!”, – წერს ბონდო მძინარაშვილი.