leaderboard_below_slide
left_sabechdi

ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირი საქართველოში ტექნიკურ მისიას გამოაგზავნის

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა საქართველოში ტექნიკური მისიის ვიზიტზე ისაუბრა.

ჟოზეფ ბორელის თქმით, ტექნიკური მისიის მიზანი ადგილზე სიტუაციის ანალიზი და იმის გარკვევაა, თუ რა მოხდა არჩევნებზე.

“ეს ტექნიკური ხასიათის მისიაა. მისიის მიზანია ადგილზე გაანალიზოს ყველა გარემოება არჩევნებთან დაკავშირებით. დარღვევები უნდა გაირკვეს, უნდა გაანალიზდეს. ამისთვისაა ტექნიკური მისია.

ჩვენ მოვიწვევთ საქართველოში ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, რათა მან წევრ სახელმწიფოებს წარუდგინოს თავისი შეფასება საარჩევნო დარღვევების შესახებ. ჩვენ მოვიწვევთ საბჭოს სხდომას, რათა წევრმა სახელმწიფოებმა იცოდნენ, რაზე ვსაუბრობთ, როდესაც ვსაუბრობთ ამ არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებზე”, – განაცხადა ბორელმა.

ასევე იხილეთ