ვილი სანიოლი: ჩეხეთთან ჯგუფის დასკვნითი და ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, ამიტომ დისციპლინის დაცვით და ამბიციურად უნდა ვითამაშოთ
“ჩეხეთთან ჯგუფის დასკვნითი და ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, ამიტომ დისციპლინის დაცვით და ამავდროულად ამბიციურად უნდა ვითამაშოთ”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ნაკრებს ჩეხეთთან პირველ მატჩთან შედარებით განსხვავებული თამაში ელის.
“ბოლო პერიოდში ჩეხეთის ნაკრებში ბევრი მოთამაშე და სათამაშო სტილი შეიცვალა. თუმცა ჩვენთვის მთავარი არა ჩეხეთის ნაკრების თამაშია, არამედ ის თუ როგორი მოტივაციითა და ამბიციით დავიწყებთ ამ შეხვედრას ჩვენ. ხვალ ჯგუფის დასკვნითი და ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია. ამიტომ დისციპლინის დაცვით და ამავდროულად ამბიციურად უნდა ვითამაშოთ”, – განაცხადა მან.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას 19 ნოემბერს ჩეხეთთან გამართავს.