leaderboard_below_slide
left_sabechdi

დონალდ ტრამპი: გლობალისტური ნეოკონური მმართველი წრე გამუდმებით გვითრევს დაუსრულებელ ომებში, თითქოს საზღვარგარეთ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვის, ჩვენ კი გვაქცევენ მესამე სამყაროს ქვეყნად

„მთელი გლობალისტური ნეოკონური მმართველი წრე გამუდმებით გვითრევს დაუსრულებელ ომებში, თითქოს იბრძვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის საზღვარგარეთ, ხოლო ისინი გვაქცევენ მესამე სამყაროს ქვეყნად და მესამე სამყაროს დიქტატურად სწორედ აქ, სახლში“, – განაცხადა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

მისი განცხადებით, უნდა გადაიხედოს ყველა სამსახური და გაიწმინდოს “დიფ სტეიტის” წარმომადგენლებისგან, რათა ამერიკა პირველ ადგილზე იქნას დაყენებული.

„სახელმწიფო დეპარტამენტი, თავდაცვის ბიუროკრატია, სადაზვერვო სამსახურები და ყველა დანარჩენი, სრულად უნდა გადაიხედოს და მოხდეს რეკონსტრუქცია, რათა ყველა „დიფ სტეიტის წარმომადგენელი გათავისუფლებული იქნას და ამერიკა პირველ ადგილზე დავაყენოთ. ჩვენ პირველ ადგილზე ამერიკა უნდა დავაყენოთ!“ –  აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ასევე იხილეთ