leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან ნიკოლეიშვილი: თუ ვინმე ახდენს ევროპული ღირებულებების დისკრედიტაციას, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, ეს ჯოზეფ ბორელია!

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„მას შემდეგ, რაც ბორელმა ტოლობის ნიშანი დასვა არჩევნების ლეგიტუმურობასა და გამჭირვალობის კანონისა და ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის კანონების  გაწვევას შორის მის სიტყვებს უკვე ჩალის ფასი აქვს.  „საქართველოში მისიას გავგზავნით, განვიხილავთ დარღვევებს, არჩევნები უნდა იყოს გამოძიებულიო“,  განაცხადა ბორელმა.  ან რა მტკიცებულებების  საფუძველზე ამბობს არჩევნების დარღვევის შესახებ, ან ვინ დანიშნა ჩვენს მსაჯულად?!  თუ ვინმე ახდენს ევროპული ღირებულებების დისკრედიტაციას, თამამად შეგვიძლია ვთქვათ ეს ჯოზეფ ბორელია“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ასევე იხილეთ