ორთოპედიული ბალიშების გამოყენება ხელს უწყობს სუნთქვის გაძნელების, სისხლის მიმოქცევის, წელის, კისრის ტკივილისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების აღმოფხვრას. ეს პროდუქტი აფიქსირებს კისერს სწორ მდგომარეობაში, რაც მთელ ტანს კუნთების მოდუნებაში ეხმარება. ამიტომ, მისი ხშირი გამოყენება ადამიანების მდგომარეობას ბევრად აუმჯობესებს – ჯდომის, წოლისა თუ მგზავრობის პროცესში. ორთოპედიული ბალიშები არსებობს მრავალი სახის – ადამიანის სხეულის თითქმის ყველა ნაწილისა და სამედიცინო პრობლემისათვის. ზოგიერთ მათგანს აქვს მრავალფუნქციური და მრავალპოზიციური დიზაინი სხვადასხვა ფიზიკური დაავადებისა და ძილის დარღვევისთვის.
- კისრის ორთოპედიული ბალიში – განკუთვნილია თავისა და კისრის მიდამოს ფიქსაციისთვის. მისი გამოყენება შეიძლება როგორც კომფორტული ძილისთვის, ასევე სამედიცინო დანიშნულებით, კისრის ოსტეოქონდროზის, თავის ქრონიკული ტკივილისა და აპნოეს დროს.
- ზურგის ბალიში – აფიქსირებს წელს ანატომიურ მდგომარეობაში. დამზადებულია პოლიურეთანის ქაფისგან. იდეალურია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ოფისში მუშაობა და ძირითადად ჯდომა უწევთ.
- სავარძლის ბალიში – იყენებენ ძირითადად ის ადამიანები, რომლებსაც უწევთ დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა და კუდუსუნის არეში ტკივილი აწუხებთ. ის ასევე აუმჯობესებს მცირე მენჯში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სწორი ნაწლავის ვენებში სისხლის შეგუბებასა და ჰემოროის პროგრესირებას.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ორთოპედიული ბალიში კისერს ანატომიური მდგომარეობის შენარჩუნებაში ეხმარება. მისი გამოყენება რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ოსტეოქონდროზი აწუხებთ.