თბილისის მერიის თანამშრომელი ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ხაზარაძემ „სახალხო პარლამენტის“ იდეა გააჟღერა და თავმჯდომარედ სალომე ზურაბიშვილს იწვევს.
თვალები დავხუჭე და ძველ რომში აღმოვჩნდი.
სენატორები შეიკრიბნენ რომის სენატში და ავგუსტუს ზურაბიშვილის გამოსვლას უცდიან.
და აი ისიც, თეთრ ტუნიკში გამოწყობილი სალომე გაშლილი ხელებით მოევლინა კვესტორებს.
– მოგესალმებით, რომაელებო.
– დიდება ავგუსტუს სალომეს, – მიუგეს სენატორებმა.
– სად არის ტრიბუნი ვაშაძე, ვერ ვხედავ.
– აქ ვარ, დიდებულო სალომეა, – მიუგო გიორგიმ.
– შემახსენ ე ტრიბუნო ვაშაძე, რას გეძახდნენ ადრე ქუთათისის პრეფექტურაში.
– *ლეს, უავგუსტესო…
აქ, სალომეს ტუნიკიდან კონიაკის ბოთლი გადმოუვარდა და დაიმსხვრა.
– ბროლი ტყდება, მინა კი იბზარება, – წამოიძახა ლეგატმა ხაზარაძემ.
– შენც კარგი ჩათლახი ხარ, – ჩაილაპარაკა ავგუსტუსმა.
თვალები გავახილე. 25 ნოემბრამდე ასე ვიქნები.
„Fide sed qui vide“ – ენდე, მაგრამ იცოდე, ვის…“ – წერს ლაშა გეგეჭკორი.