leaderboard_below_slide
left_sabechdi

საქსტატი: იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 5.5 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 19 025.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.5 პროცენტით მეტია.

საქსტატის ცნობით, აქედან, ექსპორტი 5 468.4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაიზარდა 7.4 პროცენტით, ხოლო იმპორტი 13 556.9 მლნ აშშ დოლარს – ზრდამ 4.8 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში, 8 088.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.5 პროცენტია.

უწყების ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.1 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 2 636.0 მლნ აშშ დოლარით, რუსეთი – 2 061.5 მლნ აშშ დოლარითა და აშშ – 1 728.3 მლნ აშშ დოლარით.

ასევე იხილეთ