leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი გამსახურდია: უნდა შევძლოთ, რომ ქვეყანა ერთობით გადარჩეს. სამწუხაროდ, დღევანდელ ე.წ ოპოზიციას ეს არ ესმის

გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„1997 წელს, რომ ჩამოვედი საქართველოში, მე დამხვდნენ და შეძლებისდაგვარად, გვერდში დამიდგნენ: თორნიკე ფიფია, ვაჟა აბაკელია, ნუგზარ ფოფხაძე, ავთო ჯორბენაძე, ნუგზარ საჯაია, გია კობახიძე, სოსო ალავიძე, კახა თარგამაძე, ჯიმი მიქელაძე, თემურ მურღულია, გივი ჭიკაიძე, ნუგზარ გაბრიჩიძე, დავით ჯინჯოლავა, თამაზ ალანია, ელგუჯა ჯამბურია, უშანგი მგელაძე, ოთარ მიქაძე, რეზო ფოჩხუა, თამაზ თამაზაშვილი, ნუგზარ ღამბაშიძე, მერაბ გერგაია, ჯემალ გახოკიძე, ვახო ქუთათელაძე, თამაზ აბულაძე, ნუგზარ ბაბუციძე და უამრავი ადამიანები. სულ ვრწმუნდებოდი იმაში, რომ ამ ადამიანებს, ზვიადის დიდი პატივისცემა ჰქონდათ და აქვთ დღემდე, წასულების ხსოვნა მარადიული. მე, პირადად, ამ ადამიანებს პატივს ვცემ და მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, ჩემთვის ეს ადამიანები არიან და დარჩებიან ჩემთვის უმთავრეს ადამიანებად. არ ეგონოს არავის, რომ მაშინ ცხოვრება მარტივი იყო. ძალიან ძნელი იყო ის პერიოდი და ამ ხალხთან ერთად გავიარეთ შერიგების დიდი პროცესი. არ შეიძლება დღეს ამ ყველაფრის ამ ფორმაში ყურება, უნდა შევძლოთ, რომ ქვეყანა ერთობით გადარჩეს. სამწუხაროდ, დღევანდელ ე.წ ოპოზიციას ეს არ ესმის და უფრო მეტიც, ქვეყნის მტრობაზე არიან გადასული“, – წერს გიორგი გამსახურდია.

ასევე იხილეთ