leaderboard_below_slide
left_sabechdi

ტერფის დიაგნოსტიკა „ახალ ხედვაში“

ტერფებზე ყოველდღიურად მუდმივად ვრცელდება გარკვეული სახის დატვირთვა. მაგალითად, ჭარბი წონა, დიდხანს ფეხზე დგომა, მოუხერხებელი ფეხსაცმელი თუ უეცარი ტრავმა. ამ ფაქტორების ზემოქმედება კი ტერფის შემაწუხებელი ტკივილის, სიარულის გაძნელებისა და შრომისუუნარობის ძირითადი მიზეზი ხდება. ტერფების ანატომიური და ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრა ხდება ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკით, რომელიც ზეწოლის უბნების შესახებ დეტალურ ინფორმაციას იძლევა. ტერფის კვლევის შედეგად, ზუსტი მონაცემები დგინდება:

  • ტერფების დეფორმაციის ხარისხის;

  • ტერფის ფორმის;

  • ყრდნობის ფართის;

  • სიმძიმის ღერძის შესახებ და სხვ.

თანამედროვე ტექნოლოგიებით ტერფის კომპიუტერული კვლევასა და სკანირებას უკვე წლებია გვთავაზობს სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვის” ტერფის კლინიკა. ეს კვლევა მოიცავს პოდოსკანირებასა და ბაროპოდომეტრიას, რაც უძრავ და მოძრავ მდგომარეობაში ტერფის დიაგნოსტიკას გულისხმობს. ამ გამოკვლევის საფუძველზე იქმნება ტერფის სამგანზომილებიანი სურათი, რაც სწორი დიაგნოზის დასმის საშუალებას იძლევა. „ახალი ხედვის” კლინიკაში ტერფის დიაგნოსტიკა ტარდება იტალიური ფირმა Diasus-ს უახლესი აპარატით, რომელიც ბილიკზე სიარულის დროს მონაცემებს ინახავს. ხოლო ამის შემდეგ კლინიკაში ინდივიდუალური სუპინატორი მზადდება, რომელსაც საჭიროებიდან გამომდინარე გამოყენების საკმაოდ ფართო სპექტრი აქვს როგორც მკურნალობის, ასევე პროფილაქტიკის მიმართულებით. სუპინატორი ასწორებს ტერფის ბიომექანიკურ პარამეტრებსა და უზრუნველყოფს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სრულფასოვან დატვირთვას. შესაბამისად, სპეციალურ ვარჯიშებთან და ცურვასთან ერთად, ის ხელს უწყობს ხერხემლის გამრუდების პრევენციას.

ასევე იხილეთ