იქიდან გამომდინარე, რომ ტერფს დიდი დატვირთვა აქვს, აუცილებელია, მასზე არსებულ დარღვევებს ბავშვობიდანვე სათანადო ყურადღება მიექცეს. ადრეული მკურნალობა სხვა დაავადებების პრევენციასაც უწყობს ხელს და ზედმეტ გართულებებსაც აგარიდებთ. საქართველოში ტერფის კომპიუტერული კვლევის ჩატარება უკვე ხელმისაწვდომია. ეს პროცესი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს მუშაობის პროცესში ძალიან ეხმარება, რადგან ტერფზე არსებული პრობლემების შესახებ კვლევა დეტალურ ინფორმაციას იძლევა. ეს კი თავისთავად მედიკოსებს შესაძლებლობას აძლევს, რომ მკურნალობა ეფექტურად წარმართონ და სწორი დიაგნოზი დასვან. ტერფის დიაგნოსტიკის შედეგად, ზუსტი მონაცემები დგინდება:
- ტერფების დეფორმაციის ხარისხის;
- თაღის ფორმის;
- ყრდნობის ფართის;
- სიმძიმის ღერძის შესახებ და სხვ.
კომპანია „ახალი ხედვის“ კლინიკა მომხმარებლებს უკვე რამდენიმე წელია უმაღლესი ხარისხის კვლევასა და სერვისს სთავაზობს. სამედიცინო დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე აპარატურით, რომლის საშუალებითაც პაციენტებს უტარდებათ პლანტოგრაფია, ანუ ტერფის კომპიუტერული კვლევა, რომელიც მოიცავს პოდოსკანირებასა და ბაროპოდომეტრიას, რაც გულისხმობს უძრავ და მოძრავ მდგომარეობაში ტერფის გამოკვლევას. ამ გამოკვლევის საფუძველზე იქმნება ტერფის სამგანზომილებიანი სურათი, რაც იძლევა საშუალებას, დაისვას სწორი დიაგნოზი და დამზადდეს ინდივიდუალური, უშუალოდ პაციენტის ტერფზე მორგებული ღაბაში (სუპინატორი), რომელიც უფრო ეფექტურია ყოველი ინდივიდუალური პრობლემის მკურნალობის პროცესისთვის. ტერფის დიაგნოსტიკა საჭიროა ისეთი პრობლემების დროს, როგორიცაა:
- ბრტყელტერფიანობა;
- პროფესიული და სპორტული ტერფი;
- დიაბეტური ტერფი;
- ტერფმრუდობა;
- ტერფის ვალგუსური დეფორმაცია;
- აქილევსის მყესის ანთება;
- ქუსლის დეზი და სხვ.