უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არ ვაჭრობს თავისი სუვერენიტეტით.
„ჩვენ უკვე გავაფორმეთ უსაფრთხოების 27 ორმხრივი შეთანხმება ჩვენს პარტნიორებთან. თითქმის ყველა მათგანი ნატოს წევრია. ისინი მხარს უჭერენ უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. ეს რიცხვი მიუთითებს იმაზე, რომ ალიანსისგან ფუნდამენტური არაფერი გვაშორებს. მხოლოდ ძალისა და პოლიტიკური ნების დეფიციტია. არა უკრაინის პოლიტიკური ნება. ჩვენ დავარწმუნებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ იყვნენ მამაცები, მაგრამ მხოლოდ ერთად.
ჩვენ არ დავთმობთ უკრაინის უფლებას მის მთელ ტერიტორიაზე. ჩვენ ნამდვილად არავის მივცემთ უფლებას, გამოიყენოს ჩვენი სახელმწიფო საარჩევნო ბრძოლაში ევროპაში. უკრაინის ხარჯზე გამარჯვება ვერ მოხდება. თქვენ შეგიძლიათ გაიმარჯვოთ უკრაინასთან ერთად“, – დასძინა მან.