მედვედევი: შესაძლოა, მოხუცმა ბაიდენმა მართლაც გადაწყვიტა ამ ქვეყნიდან ლამაზად წასვლა, კაცობრიობის მნიშვნელოვანი ნაწილის თან წაყვანით
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ უკრაინის მიერ ნატოს რაკეტების გამოყენება შეიძლება შეფასდეს, როგორც თავდასხმა რუსეთზე.
“ალიანსის რაკეტების ამ გზით გამოყენება ბლოკის ქვეყნების რუსეთზე თავდასხმად შეიძლება შეფასდეს. ამ შემთხვევაში, ჩნდება უფლება, მასობრივი განადგურების იარაღით საპასუხო დარტყმა მივაყენოთ კიევს და ნატოს ძირითად ობიექტებს, სადაც არ უნდა იყოს ისინი. შესაძლოა, მოხუცმა ბაიდენმა მართლაც გადაწყვიტა ამ ქვეყნიდან ლამაზად წასვლა, კაცობრიობის მნიშვნელოვანი ნაწილის თან წაყვანით”, – დასძინა მან.
ჯო ბაიდენმა უკრაინას ნება დართო, ATACMS-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები რუსეთის კურსკის ოლქის დასაბომბად გამოიყენოს.