leaderboard_below_slide
left_sabechdi

ჯეიკ სალივანი: უკრაინის ამჟამინდელი პრობლემები ფრონტზე ჯარისკაცების დეფიციტს უკავშირდება და არა იარაღის

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ უკრაინის ამჟამინდელი პრობლემები ფრონტზე ჯარისკაცების დეფიციტს უკავშირდება და არა იარაღის. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„ვიხილეთ თუ არა მნიშვნელოვანი განსხვავება ბრძოლის ველზე მას შემდეგ, რაც უკრაინას ტანკები მივაწოდეთ? ანალოგიურად, ვიხილეთ თუ არა შესამჩნევი განსხვავება F-16-ის მიწოდებასთან ერთად? ჩვენი აზრით, არ არსებობს იარაღის სისტემა, რომელსაც მნიშვნელობა აქვს ამ ბრძოლაში. ჩვენ ვსაუბრობთ ცოცხალ ძალაზე და უკრაინამ, ჩვენი აზრით, მეტი უნდა გააკეთოს თავისი ხაზების გასაძლიერებლად ფრონტის ხაზზე არსებული ძალების რაოდენობის თვალსაზრისით“, – აღნიშნა ჯეიკ სალივანმა.

ასევე იხილეთ