leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბრიტანეთის პრემიერი: რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა ვერ შეაფერხებს უკრაინის მხარდაჭერას

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა ვერ შეაფერხებს უკრაინის მხარდაჭერას.

„უკრაინაში რუსეთის უკანონო ომის მეათასე დღეს კიდევ ერთხელ ვეუბნები (რუსეთის ხელმძღვანელობას): დაასრულეთ ომი, დატოვეთ უკრაინა“, – აღნიშნა კირ სტარმერმა.

კითხვაზე, უნდა მოემზადონ თუ არა ბრიტანელები ბირთვული ომისთვის, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა:

რუსეთიდან მოდის უპასუხისმგებლო რიტორიკა და ეს არ შეაფერხებს ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ.

ასევე იხილეთ