“ჩვენ მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ, „ჰამასი“ ვეღარ მართავს ანკლავს”,– ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის ცენტრალურ ნაწილში დერეფნის მონახულებისას განაცხადა.
ნეთანიაჰუმ ასევე აღნიშნა, რომ ისრაელი ყველაფერს აკეთებს მძევლების დასაბრუნებლად. ნეთანიაჰუს თქმით, თითოეული მძევლის დაბრუნებისთვის ჯილდოს სახით 5 მილიონი დოლარი გამოაცხადა.
„მე ვარ ღაზაში ისრაელის თავდაცვის მინისტრთან, შტაბის უფროსთან, შინ ბეტის ხელმძღვანელთან და ჩვენს გმირ მეთაურებთან და ჯარისკაცებთან ერთად, რომლებიც აქ შესანიშნავ საქმეს აკეთებენ. მათ ყველა ნაწილში შესანიშნავ შედეგებს მიაღწიეს. „ჰამასი“ ვეღარ მართავს ღაზას, ჩვენ შთამბეჭდავი გზით ვანადგურებთ მათ შესაძლებლობებს. „ჰამასი“ აღარ იქნება ღაზაში“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.