leaderboard_below_slide
left_sabechdi

საქართველოსა და ჩეხეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების დაპირისპირება დაიწყო

საქართველოსა და ჩეხეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების დაპირისპირება დაიწყო.

ერთა ლიგის 2024 წლის სეზონის ბოლო ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩეხეთს ქალაქ ოლომოუცში ხვდება.

საქართველოს ნაკრები ამ მომენტისთვის 7 ქულით B1 ჯგუფში მეორე ადგილზეა, ხოლო ჩეხეთს 5 ტურის შემდეგ 8 ქულა აქვს.

ჩვენს გუნდს A ლიგის საგზურის მოსაპოვებლად მხოლოდ მოგება სჭირდება. გამარჯვების შემთხვევაში სანიოლის გაწვრთნილ გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაზეც უკეთეს კალათაში მოხვედრის უპირატესობა ექნება.

ასევე იხილეთ