leaderboard_below_slide
left_sabechdi

საქართველოსა და ჩეხეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა ჩეხეთის გამარჯვებით დასრულდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები „ერთა ლიგის“ ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ჩეხეთთან დამარცხდა. ანგარიში ჩეხების სასარგებლოდ 2:1 დასრულდა.

საქართველოს ნაკრებიდან ჩეხეთს გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაუტანა.

„ერთა ლიგის“ ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა ქალაქ ოლომოუცში შედგა.

ამრიგად, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა “ერთა ლიგის” ჯგუფური ეტაპი მე-3 ადგილზე დაასრულა, საქართველოს ნაკრები B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად C დივიზიონის მესამეადგილოსანთან პლეი ოფში ითამაშებს.

ასევე იხილეთ